სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
Paybox აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და კატეგორიების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია, ახალი ან არსებული პარტნიორების სერვისებზე ბრუნვის ზრდის და ალტერნატიული გაყიდვების არხების ათვისების გათვალისწინებით, კომპანიის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- ახალი პარტნიორების მოძიება;
- ახალი პარტნიორების სერვისების ინტეგრაციის პროცესის მართვა;
- პოტენციური პარტნიორების ბაზების ფორმირება;
- არსებული პარტნიორების ბრუნვის მონიტორინგი და მონაცემების ანალიზი;
- სწრაფი გადახდის ტერმინალის კატეგორიების ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირება;
- კონკურენტული ბაზრის კვლევა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- არსებულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- Upselling პროექტების ინიცირება;
- არსებულ პარტნიორებთან B2B პროექტების დაგეგმვა და აღსრულება, მარკეტინგული პროექტების მენეჯერთან ერთად;
- ალტერნატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობა;
- კომპანიისთვის კომერციულად მომგებიანი საკითხების ანალიტიკა;
- პოტენციურ პარტნიორებთან ცივი ზარების განხორციელება და შეხვედრები;
- კომპანიებთან მოლაპარაკების შესახებ ბაზაში ინფორმაციის და სტატუსის დინამიურად განახლება;
- ყოველკვირეული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური მონაცემების გაანალიზების და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენის გამოცდილება;
- B2B პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დაგეგმვისა და პრიორიტეტიზაციის უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- კომერციული ხედვა (Able to see the big picture);
- ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- ინიციატივიანი;
- კრეატიულობა (Think outside the box);
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- ენერგიულობა;
- ერთდროულად რამოდენიმე მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დროის მართვა.
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი;
ჯანმრთელობის დაზღვევა.
>> სარეგისტრაციო ბმული <<